მომსახურების წესები და პირობები
1. კომპანიის მონაცემები
- კომპანიის დასახელება: შპს ავტოტრანსი
- საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ): 419995107
- იურიდიული მისამართი: საქართველო, ზუგდიდი ქუჯის ქუჩა #3
2. პროდუქტის მიწოდების პირობები
ვებგვერდზე შეძენილი სამგზავრო ბილეთი წარმოადგენს ელექტრონულ პროდუქტს. გადახდის წარმატებით დასრულებისთანავე, თქვენი ბილეთი ავტომატურად გააქტიურდება ჩვენს სისტემაში და დაჯავშნის კოდი/ბილეთის დეტალები გამოგიგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე ან/და მობილურის ნომერზე (SMS-ის სახით). მგზავრობისას საკმარისია წარადგინოთ ელექტრონული ბილეთი ან თქვენი პირადობის დამადასტურებელი საბუთი ავტობუსში ასვლისას.
3. თანხის დაბრუნების პოლიტიკა (Refund Policy)
მომხმარებელს უფლება აქვს გააუქმოს შეძენილი ბილეთი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება შემდეგი პირობებით:
- ბილეთის გაუქმება რეისის დაწყებამდე 24 საათით ადრე: ბრუნდება გადახდილი თანხის 100%.
- ბილეთის გაუქმება რეისის დაწყებამდე 12 საათით ადრე: ბრუნდება გადახდილი თანხის 50%.
- რეისის დაწყებამდე 12 საათზე ნაკლები დროის შუალედში ბილეთის გაუქმებისას თანხა უკან არ ბრუნდება.
გაუქმების მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოთ ჩვენს საკონტაქტო ელ-ფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ საინფორმაციო ცენტრის ნომერზე. თანხა დაგიბრუნდებათ იმავე ბარათზე, რომლითაც განხორციელდა გადახდა, მოთხოვნის დამტკიცებიდან 3-5 სამუშაო დღის ვადაში.