ზუგდიდი, ქუჯის ქუჩა #3 08:00–23:00 568 300 220

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ თქვენს მონაცემებს "ZugdidiBus"-ის პლატფორმაზე (შპს ავტოტრანსი).

მონაცემების შეგროვება

ბილეთის დაჯავშნისა და შეძენისას ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ აუცილებელ ინფორმაციას: თქვენს სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს და ელ-ფოსტის მისამართს. ჩვენ არ ვინახავთ თქვენი საბანკო ბარათის დეტალებს – გადახდის ტრანზაქციები სრულდება პარტნიორი ბანკის დაცულ გვერდზე.

მონაცემების გამოყენება

თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ:

  • ბილეთის ჯავშნის დასადასტურებლად და ელექტრონული ბილეთის გადმოსაგზავნად.
  • რეისთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებისთვის შეტყობინების გაგზავნის მიზნით (ცვლილებები, დაგვიანება).
  • მომხმარებელთა მხარდაჭერისა და უკუკავშირის უზრუნველსაყოფად.

მონაცემების დაცვა და გაზიარება

ჩვენ ვიღებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების უსაფრთხობის უზრუნველსაყოფად რეალური კიბერ-საფრთხეებისგან (SSL შიფრაცია). ჩვენ არ გადავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირებს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.